გოგი ხარაბაძე.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები.

გოგი ხარაბაძე. / დაბ.12.07.1942 წ. /

საქართველოს სახალხო არტისტი. სახელმწიფო, დავით კლდიაშვილისა და შოთა რუსთაველის ეროვნული პრემიების ლაურეატი.

სარდაფის თეტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

2003 წელს, კირჩხიბის თანავარსკვლავედში, მეცხრე სიდიდის ვარსკვლავს, მიენიჭა გოგი ხარაბაძის სახელი. მის შემოქმედების შესახებ, სხვადასხვა წლებში დაწერილია ასობით პუბლიკაცია, წერილი, რეცენზია. მასზე დაწერილია წიგნი "აქტიორი", გადაღებულია დოკუმენტური ფილმი "კაცი"

გოგი ხარაბაძე 8 წიგნის ავტორია :

  • "თქვენ მომაგონდით"
  • "კოქსართროზი"
  • "წყნარად, წარსულო, წყნარად"
  • "მოთხრობები და მიძღვნები"
  • "სისხლიანი მეოცე"
  • "პირველი"
  • "თამადა"
  • "სახლი რუსთაველზე"

აუდიო პროექტები:

  • 2012 წ. "სიტყვა.ge". ქართული ლიტერატურისა და სასულიერო ტექსტების აუდიოკრებული. (32 დისკი).
  • 2012 წ. "გალაკტიონი - 120" (საიუბილეო აუდიო-ვიდეო წიგნი). გალაკტიონის პოეზია, წერილები, მოგონებები, დღიურები.
  • 2012 წ. "ბავშვებს". რჩეული ზღაპრები მსოფლიო ხალხთა ზღაპრების საგანძურიდან.
  • 2011 წ. "ვაჟა-ფშაველა - 150" (საიუბილეო აუდიო-წიგნი). ლექსები, პოემები, პროზა, პუბლიცისტიკა.
  • 2010 წ. ”აკაკი წერეთელი - 170” (საიუბილეო აუდიო-წიგნი). პოეზია, პროზა, პუბლცისტიკა.
  • 2010 წ. ”წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართველთა მოქცევა” (აუდიო პროექტი). ტექსტის ავტორი - აკა მორჩილაძე.
  • 2009 წ. ”აუდიობიბლია” ბიბლიის სრული აუდიო ვერსია ქართულ ენაზე. (51 დისკი).
  • 2006 წ. ”ქართული საგანძურის აუდიოთეკა” ახალი აღთქმა, ”ვეფხისტყაოსანი”; ვაჟა-ფშაველას, ილია, აკაკი, გალაკტიონის პოეზია, 63 ლექსი, რუსი პოეტები საქართველოს შესახებ, ქართული ზღაპრები. (29 დისკი).

შესრულებული როლები:

რუსთაველის თეატრი  —  60-მდე როლი, მათ შორის:

  • ტარიელი – "ვეფხისტყაოსანი"
  • ოქტავიუსი – "იულიუს კეისარი"
  • ოიდიპოსი – "ოიდიპოსი"
  • მარკუს ანტონიუსი – "ანტონიუს და კლეოპატრა"
  • ილია ჭავჭავაძე – "ჩემო კალამო"
  • ტარტიუფი – "ტარტიუფი"
  • ჯორჯ კლარენსი – "რიჩარდ მესამე"
  • ტიტუს ანდრონიკუსი – "ტიტუს ანდრონიკუსი"
  • მეფე ლირი – "მეფე ლირი"
  • ბასილიო – "ცხოვრება მშვენიერია"

კინო  —  30-მდე როლი, მათ შორის:

  • ოთარი – "გიორგობისთვე"
  • ნოდარი – "ჩემი მეგობარი ნოდარი"
  • სეთურიძე – "მშობლიურო, ჩემო მიწა"
  • ჰერცოგი – "დონ-კიხოტი"
  • გიორგი მიქელაძე – "ელზა"
  • ჩიტუნელა – "ბესამე"

ვიდეოფილმები

  • აბესალო სალამთაძე – "ირინეს ბედნიერება"
  • არჩილ ფორია – "გვადი ბიგვა"
  • გიორგი, სოსია – "ოთარაანთ ქვრივი"
  • მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე – "წმინდა ოთხთავი"

ტელეთეატრი

  • "აკაკის მონოლოგი"
  • "ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი"
  • "დავით კლდიაშვილის ნაამბობი"
  • "21-ე საუკუნე-ილია"